logo_geo
eng_logo
ზაზა სარალიძე: ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა შინაგან საქმეთა სამინისტრომ...
- +

9 ივნისი. 2018. 17:35

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის მირზა სუბელიანის დაკავებას გამოეხმაურა.

 

„ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მაგრამ აქ მარტო დანაშაულის დაფარვა არ ყოფილა, აქ საუბარია იმაზე, რომ რა ზემოქმედებას ახდენდა საქმეზე მირზა სუბელიანი. იყო საუბარი იმაზეც, რომ ამ წუთში მიმდინარეობს სკოლის დირექტორის და ექსპერტების დაკითხვა“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დააკავა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner