logo_geo
eng_logo
გიო ხუციშვილს ხვალ საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ
- +

13 ივნისი. 2018. 13:49

 

მომღერალ გიო ხუციშვილს ხვალ საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

 

მომღერლის პანაშვიდი ფალიაშვილის 64–ში დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. ხვალ, 15:00 საათზე, საბურთალოს ეკლესიიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

 

გიო ხუციშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

გარდა სასცენო კარიერისა, გიო ხუციშვილი გადაღებულია 10-მდე ფილმში, მათ შორის „სიყვარული ყველას უნდა“, „ხარება და გოგია“, „თბილისი ჩემი სახლია“.

 

2018 წლის მაისში, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner