logo_geo
eng_logo
მოსამართლემ გოგირდის აბანოებისა და GWP-ის ხელმძღვანელობას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა
- +

5 მაისი. 2016. 17:21


 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გოგირდის აბანოების ხელმძღვანელობასა და GWP- შორის არსებულ დავაზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა მოსამართლეს საქმის მასალები გააცნეს.



შპს „ნარიყალას" დირექტორი ნოდარ ტოტოღაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლემ მოუწოდა მხარეებს, მოლაპარაკების გზით მიაღწიონ შეთანხმებას. 



მე განვაცხადე თანხმობა 24-საათიანი რეჟიმის მოლაპარაკებებზე, თუ ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ ტარიფზე. კომპანიის წარმომადგენელმა ნაცხადა, რომ ის არ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი და შეეცდება, დაარწმუნოს თავისი ხელმძღვანელი, რომ შედგეს მოლაპარაკებები", - განაცხადა ტოტოღაშვილმა. 



მისივე თქმით, მომავალი სხდომა 13 ივნისს ჩაინიშნა, მანამდე კი, შპს „ნარიყალა" ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას. 



ვაგრძელებთ გადასახადის გადახდას ძველი ტარიფით. მოსამართლის მხრიდან გაკეთდა აქცენტები, რატომ წესდება მაქსიმალური ტარიფი, თუ არსებობს საშუალება, რომ გამოვიყენოთ სხვა ტარიფი კონკრეტულად ამ ბიზნესთან მიმართებაში, რადგან დასკვნები არსებობს იმისა, რომ წყალი პრაქტიკულად, ვერ იკეტება, მიუხედავად იმისა, მოვიხმართ თუ არა მას", - განაცხადა ტოტოღაშვილმა და აღნიშნა, რომ მოსამართლემ სხდომაზე ზუსტად იმავე არგუმენტებზე ისაუბრა, რაზეც თვითონ საუბრობს. 


ცნობისთვის, გოგირდის აბანოების მესაკუთრეთა განცხადებით, სემეკის და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გადაწყვეტილებით, აბანოებს დაღვრილი წყლის გადასახადი თითქმის 10-ჯერ გაუძვირდა. ისინი გაზრდილი გადასახადის გადახდას არ აპირებენ. პროტესტის ნიშნად გოგირდის აბანოების ხელმძღვანელობამ აბანოები რამდენჯერმე დახურა. 



 

right_banner
არქივი
right_banner