საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებს“ ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას ულოცავს.
„გილოცავთ!
20 წლამდელთა ნაკრებმა შოტლანდიის ნაკრები დაამარცხა!
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მატჩი მოიგეს, 6 ერის ორ ქვეყანას მოუგეს და ისტორიაში პირველად მე-9 ადგილი დაიკავეს!“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.