logo_geo
eng_logo
დუშეთში სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები დასრულებულია
- +

19 ივნისი. 2018. 02:40

 

 

„დუშეთში საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები დასრულებულია“, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამსახურის უფროსმა, თემურ მონიავამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში დუშეთიდან 18 შეტყობინება შევიდა.

 

„ძლიერი წვიმის შედეგად, დუშეთის რაიონში დაიტბორა რამდენიმე სარდაფი. ამ მდგომარეობით, სულ შემოსულია 18 შეტყობინება. ყველა შეტყობინების ადგილზე ჯგუფები იყო გასული. ამ მომენტისათვის რეაგირება მოვახდინეთ ყველა შეტყობინებაზე. ამოტუმბულია წყალი სარდაფებიდან. ახლაც ჯგუფები დადიან მონიტორინგის მიზნით“, – აღნიშნა თემურ მონიავამ.

 

დუშეთში ძლიერი წვიმის შედეგად, საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. ასევე, დაზიანებულია გზის ნაწილიც.

right_banner right_banner
არქივი
right_banner