logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: 26 ივნისს საზეიმოდ დავხურავთ ავადსახსენებელ #7 დაწესებულებას
- +

19 ივნისი. 2018. 14:35

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატის კახა კახიშვილის განცხადებით, 26 ივნისს სასჯელაღსრულების #7 დაწესებულება საზეიმოდ დაიხურება.

 

კახიშვილი იმედოვნებს, რომ #7 დაწესებულების მსგავსი საპატიმრო საქართველოში აღარასოდეს აღარ იარსებებს.

 

„26 ივნისს, წამების საერთაშორისო დღეს, ჩვენ, ალბათ, დავხურავთ ავადსახსენებელ მეშვიდე დაწესებულებას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს დაწესებულება ასევე მოხვედრილია CPT-ის ანგარიშში და ჩვენ სახალხო დამცველთან ერთად, საზეიმოდ დავხურავთ ამ დაწესებულებას და იმედია, რომ ასეთი ტიპის დაწესებულება საქართველოში აღარასოდეს არ იქნება“, - განაცხადა კახიშვილმა.

 

კახიშვილმა დაბალი რისკის დაწესებულებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეისთვის #16 დაწესებულება პრაქტიკულად შევსებულია.

 

„როცა გავხსენით დაბალი რისკის #16 დაწესებულება, პირველ ეტაპზე ძლივს შევაგროვეთ 20 ადამიანი, რომ გადასულიყვნენ ამ დაწესებულებაში. იმდენად დიდი იყო კრიმინალური სუბკულტურის გავლენა, რომ ვერ ვპოულობდით ადამიანებს, რომლებსაც გადავიყვანდით კარგ დაწესებულებაში, შრომის პირობის უფლებით. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვავსებთ ამ დაწესებულებას“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner