logo_geo
eng_logo
მეწარმეებს, რომლებსაც აქტივობა არ უფიქსირდებათ, სრულად ჩამოეწერებათ 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანება
- +

19 ივნისი. 2018. 18:33

 

 

მეწარმეებს, რომლებსაც აქტივობა არ უფიქსირდებათ, სრულად ჩამოეწერებათ 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანება. აღნიშნული ინიციატივა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ გააჟღერა.

 

 

„მე ვახსენე ჩემი შეხედულება ეკონომიკურ მოდელზე და ამ თვალსაზრისით მინდა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ გითხრათ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსამართლო წესებზე ეკონომიკაში, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენს მეწარმეებს და ქართული კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახადო ვალდებულებები და აქედან გამომდინარე და იმ მნიშვნელოვანი იდეის  გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვსურს, ეკონომიკაში თითოეული აქტივი მონაწილეობდეს სრულფასოვნად, ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ იმ გადამხდელებს, რომლებსაც აქტივობა არ უფიქსირდებათ, სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის პირველ იანვრამდე. ეს შეეხება დაახლოებით 36 ათას გადამხდელს. მათ უკან დგას ქართული ოჯახები, მათ უკან დგას ენერგია და საშუალება, რომ მათ განაგრძონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner