logo_geo
eng_logo
Credy.ge-ს სწრაფი სესხები – როგორ ავიღოთ სესხი მარტივად
- +

22 ივნისი. 2018. 15:10

 

 

Credy არის ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო გზა სესხის მისაღებად. თქვენ საშუალება გაქვთ, ჩვენი დახმარებით შეარჩიოთ ის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია,  რომელიც თქვენ სურვილზე მორგებულ სესხს გთავაზობთ. კრედი უკვე ათი წელია რაც წარმატებით მოღვაწეობს სხვადასხვა ქვეყანაში.  მათ შორისაა – ესპანეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, რუსეთი, არგენტინა,  მექსიკა და ა.შ. კრედიში მომხმარებლის უსაფრთხოებაზეც ზრუნავენ, ორგანიზაციაში მსესხებლის  ყველა მონაცემები  დაცულია.

 

როგორ ვისარგებლოთ  კრედის სწრაფი სესხებით

 

კრედის სწრაფი სესხებით სარგებლობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, რადგან ონლაინ სისტემა ყოველ დღე, 24  საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. თუკი თანხა გაკლდებათ მოგზაურობისათვის  ან გსურთ, თქვენი მობილური ტელეფონი ახლით ჩაანაცვლოთ, სწავლის თანხა გაქვთ გადასახდელი და ამ ეტაპზე საკმარისი რესურსი არ გაგაჩნიათ, სწრაფი ონლაინ სესხები პრობლემის მოსაგვარებლად კარგი გამოსავალია.

 

მომსახურებით სარგებლობა  შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში ყველა იმ მოწყობილობის დახმარებით,  რომელსაც ინტერნეტთან დაკავშირება შეუძლია. პროცედურები საკმაოდ გამარტივებულია, აღარაა საჭირო უამრავი საბუთების შეგროვება და რიგში დგომა. სწრაფი სესხის მისაღებად არც სამუშაოს დამადასტურებელი ცნობის წარდგენა მოგიწევთ. შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის შევსება სულ რაღაც 15 წუთშია შესაძლებელი.

 

კრედის გრძელვადიანი სესხები

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ შეგიძლიათ სესხად აღებული თანხის მცირე დროში დაფარვა, მაშინ გრძელვადიანი სესხი სწორედ თქვენთვისაა. კრედი გაძლევთ შანსს,  ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელვადიანი სესხით ისარგებლოთ.

 

სესხის დაფარვის დრო 3 თვიდან 2 წლამდე მერყეობს, ხოლო თანხის მიღება დღეს უკვე 5000 ლარამდეა  შესაძლებელი.

 

როგორ ვისარგებლოთ კრედის გრძელვადიანი სესხებით?

 

გრძელვადიანი სესხების აღება ისევე ხდება, როგორც ეს სწრაფი სესხების შემთხვევაშია, თუმცა ერთი განსხვავებაა. გრძელვადიანი სესხის გაცემისას კრედიტორი არ ითხოვს ქონების უზრუნველყოფას. თუმცა შესაძლოა, სესხის გამცემმა კომპანიამ მსესხებელს სამუშაოს დამადასტურებელი ცნობა მოსთხოვოს. ეს გასაცემი თანხის ოდენობაზეა დამოკიდებული. გრძელვადიან სესხს სამომხმარებლო სესხსაც უწოდებენ. ესაა სერვისი, რომლის დროსაც შეგიძლიათ, თანხა ნებისმიერი სურვილის შესასრულებლად გამოიყენოთ. ამ მომსახურებას კიდევ ერთი პლუსი აქვს – სესხის ოფიცერი არ ითხოვს კრედიტის მიზნობრიობის დასაბუთებას.

 

როგორ ავიღოთ სესხები 18 წლიდან

 

საქართველოს კანონმდებლობის  მიხედვით, ყველა საბანკო მომსახურება სრულწლოვანების ასაკის შესრულებისთანავე მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომია. თუმცა, ეს თეორიულად. არის ისეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები  და  ბანკები,  რომლებიც 18 დან–20 წლამდე პირებს მაღალი რისკის შემცველებად აფასებენ  და ამიტომ სესხების გაცემას 20 წლის ასაკიდან იწყებენ. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში   უამრავი საფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს, მრავალფეროვანია საქართველოს საბანკო ბაზარი, ამიტომ არიან ისეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც სესხებს 18 წლიდან გასცემენ და არანაირ შეზღუდვას არ აწესებენ. ასეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურებით ძირითადად ახალგაზრდები სარგებლობენ, მათ, ვისაც თანხა გადაუდებელი აუცილებლობისათვის სჭირდებათ.

 

გრძელვადიანი და სწრაფი სესხებით სარგებლობა ყველა იმ პირს შეუძლია,  რომელიც საქართველოს მოქალაქეა და სხვა საფინანსო კომპანიაში არ  გააჩნია დავალიანება.  თუკი თქვენ ე.წ.  შავ სიაში ხართ, მაშინ სესხის აღება გაგიჭირდებათ. ამიტომ, რიგი გაუგებრობების  თავიდან აცილების მიზნით კარგად გახსოვდეთ:

 

არ აიღოთ სესხი მაშინ, როდესაც არ ხართ დარწმუნებული, რომ თანხას მოცემულ ვადაზე დაფარავთ.

 

თუკი თანხა სასწრაფოდ გესაჭიროებათ და ამდენი  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შეთავაზებამ  დაგაბნიათ,  დროა, ჩვენი მომსახურებით ისარგებლოთ. კრედის გამოცდილი ჯგუფი დაგეხმარებათ, ისეთი სესხი შეარჩიოთ,  რომელიც არ დაგაზარალებთ. ამიტომ,  ეწვიეთ www.credy.ge–ს გვერდს,  მიიღეთ სესხი, გადაწყვიტეთ არსებული პრობლემა სწრაფად და აისრულეთ დიდი ხნის ოცნება ჩვენი დახმარებით.   

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner