logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მხარს ვუჭერთ ნარკოდამოკიდებული პირების დახმარებას
- +

22 ივნისი. 2018. 16:20

 

 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ნარკოდამოკიდებული პირებისთვის დახმარებას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„ჩვენ პრევენციის გაძლიერებას მხარს ვუჭერთ, რომ მომავალი თაობა და ახალგაზრდობა ნარკოტიკების ზიანისგან დაცული იყოს. მხარს ვუჭერთ ნარკოდამოკიდებული პირებისთვის დახმარებას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას. ასევე მხარს ვუჭერთ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან სამართალდამცავთა ბრძოლას. ეს ის სამი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელსაც ჩვენი გუნდი მარს უჭერს და რაზე დაყრდნობითაც რეფორმა განხორციელდება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

წმინდა სინოდი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით  უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას. ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის ოქმშია აღნიშული, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner