logo_geo
eng_logo
ჩუღურეთის რაიონში 21 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

23 ივნისი. 2018. 10:41


ჩუღურეთის რაიონში, 21 მისამართზე სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

პროექტის ფარგლებში, ფეხბურთისა და კალათბურთის კარები აღდგება, შეიღებება ლითონის კონსტრუქციები, შეიცვლება ბალახის ხელოვნური საფარი, სტადიონების პერიმეტრზე კი, ლითონის ბადე მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო.

 

„ჩუღურეთის რაიონის მასშტაბით, 21 მოედნის რეაბილიტაცია დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება. ჩვენი მიზანია, განახლებული სტადიონებით კიდევ ერთხელ მივცეთ მოტივაცია მოსახლეობას, დაიცვან ცხოვრების ჯანსაღი წესი და სპორტული აქტივობებით დაკავდნენ. წლის განმავლობაში, დაგეგმილი გვაქვს ერთი ახალი სტადიონის მშენებლობა. მოსახლეობას ვთხოვ, გაუფრთხილდნენ იმას, რაც უკვე გაკეთებულია. ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ დედაქალაქი უფრო გავალამაზოთ“,  -განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

 

 

სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „დანი ქონსთრაქშენი“ ასრულებს. სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 114 500 ლარი დაიხარჯება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner