logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ჩვენს ქვეყანას სჭირდება რეფორმები
- +

23 ივნისი. 2018. 14:45

 

თბილისის მერი კახა კალაძე მცირე მთავრობის კონცეფციას მიესალმება.

 

„მცირე მთავრობის კონცეფციას მე მივესალმები, თუმცა, მსჯელობა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრი აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუ როგორ, რა ფორმით უნდა მოხდეს ეს ცვლილებები და უახლოეს დღეებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება. დღეს საღამოსაცაა შეხვედრა და ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება. როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ყველაფერი ცხადი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

 

ამასთან, სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხადაც კახა კალაძემ განაცხადა, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს.

 

„ცვლილებებს რაც შეეხება, მგონია, რომ ჩემი მხრიდან განცხადების გაკეთება და მსჯელობა არასწორი იქნება. პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს სახელმწიფო მდივანზეც, იმ ცვლილებებზე, რომლებიც განხორციელდება. ზოგადად, კიდევ ერთხელ ვამბობ, მცირე მთავრობას მე მივესალმები. ეს ჩვენ მოგვცემს საშუალებას ვიყოთ კიდევ უფრო მობილურები, უფრო მოქნილები გადაწყვეტილების მიღებისას. ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის რეფორმები, რომელიც მამუკა ბახტაძის მხრიდან იყო გაჟღერებული. ჩვენს ქვეყანას სჭირდება რეფორმები, სწრაფი განვითარება, წინსვლა და ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner