logo_geo
eng_logo
ბუბა კიკაბიძე: მე ვთქვი, რომ არ მომწონდა საბჭოთა კავშირის გერბი
- +

23 ივნისი. 2018. 16:46

 

რადიო „Говорит Москва“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ განმარტა, რომ ის ვერ იტანდა არა საბჭოთა კავშირს, არამედ საბჭოთა კავშირის გერბს. ქართველმა მომღერალმა და მსახიობმა ასეთი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გამოცემა „Deutsche Welle“-სთან საუბარში თქვა, საბჭოთა კავშირს ვერ ვიტანდიო და ამან რუსულ საზოგადოებაში აღშფოთება და ირონია გამოიწვია. რუსეთის სახელმწიფო დუმაში მის განცხადება საშინელება უწოდეს - რეჟისორმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმირ ბორტკომ განაცხადა, რომ კიკაბიძეს პოპულარობა სწორედ საბჭოთა კავშირმა მოუტანა.

 

ამაზე კი ქართველი მომღერალი ასეთ განმარტებას აკეთებს:

 

„ვინაიდან საბჭოთა კავშირმა პოპულარობა მომიტანა, ამის გამო მუხლებზე უნდა დავეცე? რასაც მივაღწიე, ეს თვითონ გავაკეთე და არ ვაპირებ, ვინმეს მადლობა გადავუხადო. ჩემი ნათქვამი სხვანაირად გაიგეს, სხვანაირი ინტერპრეტაცია მისცეს, მე არ მომწონდა საბჭოთა გერბი და არა ხალხი“.

 

რადიო „Говорит Москва“-ს ინფორმაციით, ვახტანგ კიკაბიძე 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ რუსეთში არ ყოფილა. ის მზადაა, ეწვიოს ამ ქვეყანას, თუ პოლიტიკიდან წავლენ ვლადიმირ პუტინი და დიმიტრი მედვედევი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner