logo_geo
eng_logo
თბილისის მერიის ორგანიზებით, გორის ქალთა გუნდის კონცერტი გაიმართა
- +

23 ივნისი. 2018. 20:54

 

თბილისის მერიის პროექტის  „თბილისის ცის ქვეშ” ფარგლებში, 9 აპრილის ბაღში გორის ქალთა გუნდის კონცერტი გაიმართა.

 

კონცერტს დედაქალაქის მოსახლეობასთან ერთად, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო და უქმე დღეებში დაგეგმილ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებზე დასწრებაც თავისუფალია.

 

„დღევანდელ ღონისძიებაზე უამრავი ადამიანი მოვიდა. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი კონცერტი გამოვიდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სკვერებში, ბაღებში იმართება ღონისძიებები  და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. ხვალ, 09:00 საათზე გვაქვს გარბენი „თბილისი“. ვაკის პარკთან ვიკრიბებით. შემდეგ უკვე ვერის პარკში ღია კინოთეატრში გეპატიჟებით, საღამოს კი ვაკის პარკში „ქუჩის ბიჭების“ კონცერტი ჩატარდება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

 

ახალი პლატფორმის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში დედაქალაქში იმართება კონცერტები, საგანმანათლებლო ლექციები, გამოფენები. ეწყობა თეატრალური, მუსიკალური, ფოტოხელოვნებისა და გრაფიტის ფესტივალები.

 

ღონისძიებებში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

 

ახალი პლატფორმის მიზანია, დედაქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა; ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა; კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების სტიმულირებით დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება; უქმე დღეების განმავლობაში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner