logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: იმღერეთ რამდენიც გინდათ
- +

23 ივნისი. 2018. 22:39

 

 

„იმღერეთ რამდენიც გინდათ“,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელის სერგი გვარჯალაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქუჩის მუსიკოსებს, შესაძლოა, გარკვეული დოკუმენტაციის აღება მოუწიოთ და გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს რეპერტუარზეც.

 

„კარგია, რომ სერგი გვარჯალაძემ განმარტება გააკეთა და დააზუსტა, რისი თქმა სურდა. ამ დროს რამდენი მუსიკოსი ჰყავს თბილისს არავინ არ ითვლის. მათ არავინ ზღუდავს, პირიქით, იმღერეთ რამდენიც გინდათ. ისიამოვნეთ და ჩვენც გვასიამოვნეთ. უბრალოდ, ეს უნდა მოვიდეს არსებულ კანონთან შესაბამისობაში. სადაც ხალხს სძინავს, არის საძილე რაიონები სხვა საათები განისაზღვრება, სადაც ტურისტული სივრცეა, იქ სხვა. ჩვენ სიახლეს არ ვიგონებთ, ყველა განვითარებულ ქალაქში ეს მიდგომებია და თბილისიც არ ჩამოუვარდება ამ ქალაქებს. ქალაქი იმართება და ვითარდება წესრიგით და ამ წესრიგის ფარგლებში არავის თავისუფლება არ ეზღუდება“, - აცხადებს კალაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner