logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილმა გიორგობის დღესასწაული საქართველოს მოსახლეობას კასპიდან მიულოცა
- +

6 მაისი. 2016. 13:20


საქართველოს პრეზიდენტი კასპის რაიონში, სოფელ სასირეთში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ წირვას დაესწრო.


გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული სოფელ სასირეთიდან მიულოცა.


„მთელ საქართველოს გილოცავთ ტყვეთა განმათავისუფლებელისა და ღატაკთა ხელის აღმპყრობი მებრძოლი წმინდანის დღეს.

 

ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს დღე მოგილოცოთ კასპიდან, სასირეთიდან, სადაც 145 წლის წინ დაიბადა ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მებრძოლი, დაუმარცხებელი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი.

 

სწორედ წმინდა გიორგის შემართებით და იდეალებით ემსახურა თავის სამშობლოს. კიდევ ერთხელ ვიხსენებთ მის ღვაწლს და გილოცავთ ყველას დღევანდელ დღესასწაულს", -  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


 

right_banner
არქივი
right_banner