logo_geo
eng_logo
მედია: ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი გველია
- +

24 ივნისი. 2018. 16:51

 

 

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩისა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები, მათი კორპუსების გარშემო მომრავლებული ქვეწარმავლების რაოდენობაზე საუბრობენ.

 

მათი თქმით, გველების რაოდენობა განსაკუთრებით მომატებულია მდინარე ორასკურის სანაპიროებთან.

 

„მკლავის სიმსხო გველი დავინახე, ავტოფარეხების ტერიტორიაზე აქვთ ბუდე. ამხელა ქვეწარმავალი ქუთაისში მანამდე არ მინახავს“, - ამბობენ ბუხაიძის მეორე მიკრორაიონში მცხოვრები.

 

ქვეწარმავლების მომრავლების მიზეზით დაიხურა ქუთაისის მე-17 საბავშვო ბაღი, რომელიც, ასევე, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარეობს. ქვეწარმავლების სიმრავლეზე მიუთითებენ ირაკლი აბაშიძის გამზირის მცხოვრებლებიც.

 

„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეც იმდენი გველია ვერ გაივლი“, - ამბობენ ისინი. ქვეწარმავლების მომრავლებას მდინარე ოღასკურას კალაპოტის გაწმენდას უკავშირებენ.

 

ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებლები ქუთაისის მერიიდან სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner