logo_geo
eng_logo
თბილისის 19 საბავშვო ბაგა-ბაღში გაზქურები ელექტროქურებით ჩანაცვლდა
- +

10 ივლისი. 2018. 17:12

 

 

თბილისის 19 საბავშვო ბაგა-ბაღის სამზარეულოს ბლოკში არსებული გაზქურები ელექტროქურებით ჩანაცვლდა. ელექტროტექნიკის შესყიდვა ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

 

ქურების ჩანაცვლების რეკომენდაცია გაიცა „ყაზტრანსგაზის“ ექსპერტების მიერ, რომლებმაც სააგენტოს მიმართვის საფუძველზე შეისწავლეს სამზარეულოს ბლოკები ყველა იმ სააღმზრდელო დაწესებულებაში, სადაც ჯერ კიდევ გაზქურებით სარგებლობდნენ.

 

ბავშვთა უსაფრთხოება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრიორიტეტია და ამ კუთხით, სააღმზრდელო დაწესებულებებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner