logo_geo
eng_logo
ფანჯრიდან გადმოვარდნილი გოგონას მკურნალობის ხარჯს ქუთაისის მერია დაფარავს
- +

10 ივლისი. 2018. 21:18

 

 

ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში ფანჯრიდან გადმოვარდნილი გოგონას მკურნალობის ხარჯებს ქუთაისის მერია დაფარავს.

 

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

როგორც ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ პირველ არხს განუცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობა სოციალური საცხოვრისის პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს და ამაზე აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია.

 

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან 16 წლის გოგონა დღეს გადმოვარდა.

 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner