logo_geo
eng_logo
თბილისის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
- +

12 ივლისი. 2018. 00:43

 

 

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

 

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.

 

გლდანის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 01:00 საათიდან 06:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, წყალსადენის, ფეიქართა და შეშელიძის ქუჩებზე.

 

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ავჭალის გზატკეცილის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის, გელა ჭედიას, ლაზოს, ქერჩის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ელეფთერ ანდრონიკაშვილის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩებზე.

 

მთაწმინდის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია მელიქიშვილის, ჯანაშიას, შანიძის, ხორავას, თარხნიშვილის, ინოლა გურგულიას, სვანიძის, დიმიტრი ბაქრაძის, ყაზბეგის, გუდაურის, ბარნოვის და ერეკლე ტატიშვილის ქუჩებზე.

 

ჩუღურეთის რაიონში, ჩაისუბნის და ბუხაიძის ქუჩების მოსახლეობა დენი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდება.

 

ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV, V კვარტლების, რომელაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და საბურთალოს ქუჩის მცხოვრებლებზე. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას.

 

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner