logo_geo
eng_logo
შსს-ს ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია უტარდება
- +

12 ივლისი. 2018. 12:55

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

„ქრონიკა“ საავადმყოფოს დირექტორს, ხათუნა ჯონიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განცხადა, რომ ერთი პაციენტი უკვე საოპერაციოშია.

 

„ერთი დაშავებული საოპერაციოში შეიყვანეს, რადგან აღენიშნება მუცლის ღრუს დაზიანება და სასწრაფო ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. მეორე დაშავებული კი კლინიკაში ამ წუთებში შემოიყვანეს, ექიმები მის მდგომარეობას იკვლევენ“, - განაცხადა ჯონიაშვილმა.

 

საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ელოდებიან სხვა დაშავებულის შეყვანას.

 

შსს-ს სასაზღვრო ვერტმფრენი კახეთში ავარიულად რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner