logo_geo
eng_logo
გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი – თამაზ წივწივაძე გარდაიცვალა
- +

12 ივლისი. 2018. 20:44

 

 

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 76 წლის ასაკში, მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორი – თამაზ წივწივაძე გარდაიცვალა.

 

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

 

1975 წლიდან იყო ჟურნალ “ცისკრის” დამატების – “ნობათის” რედაქტორი; 1978 წლიდან ამავე ჟურნალის პროზის განყოფილების გამგე; 1982 წლიდან ალმანახ – “საუნჯის” კრიტიკისა და პუბლიცისტიკის განყოფილების გამგე; 1982 წლიდან გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორია.

 

1997 წლიდან – საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე (საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული შემოქმედებითი კავშირი – 2001 წლიდან); 1969 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; კონიუნქტურული, მხატვრულად მდარე ლიტერატურისადმი შეურიგებელმა, იუმორითა და სარკაზმითაც გამძაფრებულმა წერილებმა მას თავიდანვე მკითხველის აღიარება მოუტანა; მისი წერილები სისტემატურად იბეჭდება ლიტერატურული პრესის ფურცლებზე; მან პოლიტიკურ სატირას დიდი მნიშვნელობა შესძინა; იგი თანამედროვე ქართულ მწერლობაში ამ ჟანრის გამორჩეული წარმომადგენელია.

 

მისი კრიტიკული წერილების კრებულებიდან აღსანიშნავია “მართალს ვიტყვი…” (1980), “ფრთხილად, წინ მკითხველია” (1986), “ლოზუნგების ქვეყანა” (1991), “ერთ საშუალებას კიდევ ვცდი” (1991).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner