გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ყურადღება გაამახვილა მაღალმთიანი სოფლების პრობლემებზე.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთის კანონმა პოზიტიური შედეგი უკვე გამოიღო, თუმცა ამასთან ერთად მაღალმთიან დასახლებებში, იქ, სადაც მოსახლეობა ყველაზე მწვავედ გრძნობს მაღალმთიანი რეგიონისთვის დამახასიათებელ პრობლემებს, მათ შორის, გამოსაყოფია ის 500 სოფელი, რომელიც 1500 მეტრზე მაღლაა ზღვის დონიდან და 90 სოფელი, რომელიც 2000 მეტრზე ზემოთ არის განლაგებული, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროებთან და დონორებთან ერთად შემუშავდება დამატებითი პროგრამები, რომელიც დაეხმარება იქ მცხოვრებ მოსახლეობას, განავითარონ თავიანთი ბიზნესი.
„ჩვენ ვიქნებით მათი მხარდამჭერი საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, უფრო კონკრეტულად კი, ვმუშაობთ დონორებთან როგორც მცირე ჰესების პროგრამებზე, ასევე მზის პანელების დამონტაჟებაზე, ინტერნეტის, კომუნიკაციების შეყვანაზე. ასევე, ვფიქრობთ გესტჰაუსების, კემპინგების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.