logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ტიფანი ყოველდღე სეირნობს და შაბათ-კვირას ჩემთანაა წყნეთში...
- +

14 ივლისი. 2018. 00:08

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან იმ ძაღლის შესახებ ყვება, რომელიც თებერვალში ცხოველთა მონიტორინგის ცენტრიდან მერიაში წაიყვანა. მაშინ ტიფანი ჯერ კიდევ ლეკვი იყო.

 

„ჩემი დამოკიდებულება ცხოველების და განსაკუთრებით ძაღლების მიმართ ყველამ კარგად იცის. თვითონ ტიფანის რაც შეეხება, თქვენ გახსოვთ, როგორი პატარა იყო, როდესაც წამოვიყვანეთ თავშესაფრიდან. ძაღლს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. დღეს ძალიან კარგად არის. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს კაბინეტში გაიზარდა. ყოველდღიურად, სამჯერ ის სეირნობს იპოდრომის ტერიტორიაზე, ასევე ყოველდღიურად მოდის მასწავლებელი, კინოლოგი, რომ გაწვრთნას. ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას ჩემთან ერთად ადის წყნეთში. გოგოა, თორემ, ფეხბურთის თამაშსაც ვასწავლიდი ნამდვილად”, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner