logo_geo
eng_logo
მიხეილ ბატიაშვილი: სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესება კვლავ პრიორიტეტი იქნება
- +

14 ივლისი. 2018. 19:16

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, ახლო მომავალში ჩამოყალიბდება განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც  განათლების ყველა საფეხურს შეეხება.

 

მისი თქმით, სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესება კვლავ პრიორიტეტი იქნება. 2018 წლის სექტემბერში I-VI კლასის მოსწავლეებს შინაარსობრივი თვალსაზრისით გაუმჯობესებული და მსუბუქი სახელმძღვანელოები დახვდებათ. გრიფირების პროცესში მათ ორ ეტაპიანი შემოწმება გაიარეს. ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც აკადემიური წრეები, ისე დარგის საუკეთესო სპეციალისტები. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება. ძალიან მალე დაიწყება მომდევნო საფეხურების სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner