logo_geo
eng_logo
„უნდა მოხდეს ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ჰარმონიული ინტეგრირება“
- +

14 ივლისი. 2018. 19:31

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ხარისხის უზრუნველსაყოფად სისტემა ერთხელ და სამუდამოდ აირჩევს ევროპულ სტანდარტს, რაც საუკეთესო საშუალება იქნება  ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემა ჰარმონიულად ინტეგრირდეს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. 

 

მინისტრობის კანდიდატი ასევე შეეხო უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებულ არაეფექტურ მოდელს და დაადასტურა, რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობა აქტიურ ფაზაში გადავა. შემუშავებული მოდელი საზოგადოებას შემდგომი განხილვებისთვის უმოკლეს დროში წარედგინება.

 

საუბრის ბოლოს მიხეილ ბატიაშვილი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის აუცილებლობას შეეხო. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი მეცნიერების მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება, ჩაერთონ საერთაშორისო კვლევებში. 

 

„სწორედ ჩვენი მეცნიერების მონაწილეობა საერთაშორისო კვლევებში და საქართველოსა და უცხოური წამყვანი უნივერსიტეტების ერთობლივი პროგრამები გაგვიყვანს რეალურ შედეგებზე, რაც საბოლოო ჯამში უმაღლესი განათლების ხარისხის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner