logo_geo
eng_logo
კოკა კობალაძის დედა: გიორგი გახარია პირადად დაინტერესდა მომხდარით და ჩემი შვილის საქმე უსწრაფესად გამოიძიეს
- +

14 ივლისი. 2018. 23:40

 

 

„შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პირადად დაინტერესდა მომხდარით და ჩემი შვილის საქმე უსწრაფესად გამოიძიეს“, – ამის შესახებ კოკა კობალაძის დედამ, თათა დავითულიანმა 1tv.ge-ს განუცხადა.

 

მისი თქმით, მედიით შეიტყო, რომ მისი შვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

 

„ამ ფაქტს ძალიან დადებითად შევაფასებ. საქმის მსვლელობას რაც შეეხება, ტელევიზიით გავიგე, რომ შს სამინისტროს ოთხი თანამშრომელი გაათავისუფლეს. მინისტრი პირადად დაინტერესდა მომხდარით, უსწრაფესად მოხდა გამოძიება, ახლა საქმეს დეტალურად გაივლის პროკურატურა. დადებითად ვაფასებ მომხდარს, ემოციების ქვეშ ვარ“, – განაცხადა თათა დავითულიანმა.

 

მისი თქმით, გამოძიებასთან აუცილებლად ითანამშრომლებენ. კოკა დავითულიანის დედა დარწმუნებულია, რომ დამნაშავეები კანონის ფარგლებში დაისჯებიან. როგორც დავითულიანმა აღნიშნა, ეს იქნება კარგი მაგალითი, რომ პოლიციამ ძალას აღარ გადაამეტოს.

 

რაც შეეხება კოკა კობალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თათა დავითულიანის თქმით, მისი შვილი კლინიკიდან უკვე გაწერეს და ბინაზე აგრძელებს მკურნალობას.

 

კოკა კობალაძის ცემის საქმეზე ორი პოლიციელი, მათი უშუალო ხელმძღვანელი და გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსი სამსახურიდან დაითხოვეს.

 

20 წლის კოკა კობალაძის დედამ 12 ივლისს განაცხადა, რომ მის შვილს სახლში ორი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. თათია დავითულიანის თქმით, კოკა კობალაძე ყვება, რომ თავდამსხმელები პოლიციის ფორმაში იყვნენ ჩაცმულები.

 

კოკა კობალაძე საფრანგეთში ორი თვის წინ დაკავებული ალექსანდრე კობალაძის შვილია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner