logo_geo
eng_logo
დონალდ ტუსკი ტყიბულში მეშახტეთა დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

19 ივლისი. 2018. 16:22

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ტყიბულში მეშახტეთა დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ განცხადება დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებისას გააკეთა.

 

„მინდა მწუხარება გამოვთქვა ტყიბულში, მაღაროში დაღუპული ადამიანების გამო. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, დაშავებულებს კი, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

 

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი და საქართველო ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 16 ივლისს ტყიბულში, მინდელის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი პირი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner