logo_geo
eng_logo
RMG-იმ მძიმე ტექნიკის ავტოპარკი განაახლა
- +

20 ივლისი. 2018. 17:36

 

 

ზაფხულის განმავლობაში RMG მძიმე ტექნიკის ავტოპარკს სრულად განაახლებს.

 

თანამედროვე ტიპის  უახლესი კარიერული თვითმცლელები RMG-იმ, მსოფლიოში უმსხვილესი სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლის „ავტოტექნოსგან“ შეიძინა. მხარეებს შორის 2018 წლის დასაწყისში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად კომპანიის მძიმე ტექნიკის ავტოპარკს 24 ერთეული HOWO-ს ტიპის კარიერული თვითმცლელი შემატა.

 

ავტოპარკი შეივსო მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ბრენდის CATerpillar-ის ტიპის  2 ბულდოზერით და  2 ავტო-თვითმცლელით, ასევე 4 HITACHI-ს ტიპი ექსკავატორით.

 

მომწოდებლის ინფორმაციით, RMG-ის უსაფრთხოების მოთხოვნიდან გამომდინარე მანქანები აღჭურვილია უსაფრთხოების დამატებითი ტექნოლოგიებით. განსაკუთრებით გაძლიერებულია მანქანების სავალი ნაწილი, რადგან მათ მუდმივად მოუწევთ კარიერზე მოძრაობა.

 

„RMG-იმ განახორციელა მძიმე ტექნიკის ავტოპარკის სრული განახლება. შევიძინეთ 30 ერთეულზე მეტი თანამედროვე ტიპის კარიერული მძიმე ტექნიკა. კომპანიას პრიორიტეტი აღებული აქვს ადილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე. ავტოპარკის განახლება დამატებით 150-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნის საშუალებას მოგვცემს. ეს ყველაფერი კი ჩვენი რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რისთვისაც RMG-ის მთელი გუნდი 24 საათიან რეჟიმში დაუღალავად შრომობს“, - განაცხადა RMG-ის წარმოების დირექტორმა სამთო-ტექნოლოგიურ დარგში კობა მენაბდიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner