logo_geo
eng_logo
მინდელის შახტში დაღუპული სამი მეშახტე დღეს დაკრძალეს
- +

21 ივლისი. 2018. 16:59

 

16 ივლისს ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპული სამი მეშახტე დღეს დაკრძალეს. კიდევ ერთ დაღუპულს კი ხვალ დაკრძალავენ.

 

ტყიბულში დღეს ადგილობრივები, მეშახტეები, პროფკავშირების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.

 

შეგახსენებთ, რომ მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას 16 ივლისს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner