logo_geo
eng_logo
თრუსოს ხეობაში ჩარჩენილი ყველა ტურისტი გამოყვანილია
- +

9 აგვისტო. 2018. 23:17

 

„თრუსოს ხეობაში ჩარჩენილი ყველა ტურისტი გამოყვანილია“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ტურისტები სპეციალურად მოწყობილი საფეხმავლო ხიდის მეშვეობით გადმოიყვანეს.

 

„დილიდან დავიწყეთ გაწმენდითი სამუშაოები და ეტაპობრივად გამოდიოდნენ ტურსტები. ახლა ყველა გამოსულია. ეს მოხდა დღის მეორე ნახევარში. ბოლოს მე პირადად ვიყავი ასული და ბოლო ტურისტი როგორც კი გამოვიდა, დაიცალა ხეობა. აბსოლუტურად არაფერი იყო საპანიკო, სახიდე გადასასვლელი იყო ჩახერგილი. საფეხმავლო ხიდი მოეწყო და იმის მეშვეობით მოხდა ტურისტების გადმოყვანა“, - განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.

 

მისივე თქმით, უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა, რომლის მოსაგვარებლად მუშაობა გრძელდება. „დღეს რამდენიმე კერა გვქონდა, სადაც უხვი ნალექი იყო და მდინარეებმა კალაპოტები შეიცვალეს. გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას“, - განაცხადა ზაგაშვილმა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner