logo_geo
eng_logo
საკურორტო ზონებში წყალარინების შიდა ქსელების მოწესრიგება გრძელდება
- +

10 აგვისტო. 2018. 12:37

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საკურორტო ზონებში წყალარინების შიდა ქსელების მოწესრიგების მიზნით სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.

 

ამჯერად, სისტემების გაწმენდითი სამუშაოები ბაკურიანსა და ბორჯომში არსებულ წყალარინების ქსელებს ჩაუტარდათ.

 

ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე, ტურისტებისა და დამსვენებლების მზარდი ნაკადის გამო, საკანალიზაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება ფერხდებოდა. გაწმენდითი სამუშაოები თანამედროვე, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით განხორციელდა.   სამუშაოები ბაკურიანის ხუთ და ბორჯომის 10 ქუჩაზე, ასევე სოფელ სადგერში ჩატარდა.  შედეგად, ადგილობრივები და დამსვენებლები წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner