logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: ოჯახის თავიკაცობა პასუხისმგებლობაა და არა პრივილეგია
- +

10 აგვისტო. 2018. 20:58

 

„გენდერული თანასწორობისათვის ბრძოლა არ უნდა გავიგოთ ჩვენი ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლად. მით უმეტეს, როცა ოჯახის თავიკაცობა პასუხისმგებლობაა და არა პრივილეგია“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას იმ განცხადებას, სადაც ომბუდსმენი ამბობს, რომ ნორმატიულ აქტებში ტერმინი "ოჯახის უფროსი" დისკრიმინაციის წამახალისებლად მიაჩნია.

 

მისი თქმით, გენდერულ თანასწორობას პრივილეგიის კონტექსტში უნდა ვებრძოლოთ და არა პასუხისმგებლობის.

 

„აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვებრძოლოთ განსხვავებებს იქ, სადაც არა პასუხისმგებლობა, არამედ პრივილეგიაა. აქედან გამომდინარე მე ვერ ვხედავ აქ ტრაგედიას. მგონია, რომ გენდერული თანასწორობა უნდა გავასწოროთ იქ, სადაც პრივილეგიასთან გვაქვს საქმე, დაუმსახურებელ შეღავათთან და არა პასუხისმგებლობასთან", - აღნიშნა დეპუტატმა.

 

კითხვაზე, ფიქრობს, რომ გენდერული თანასწორობის ბრძოლა ომბუდსმენს ტრადიციების წინააღმდეგ ესმის? - დეპუტატი პასუხობს:

 

„არა, ასე არ ვფიქრობ. საკმაოდ კარგი ომბუდსმენი გვყავს. საკმაოდ გაწონასწორებული პიროვნებაა ნინო ლომჯარია. მე კმაყოფილი ვარ მისი მუშაობით. მე სხვა რამეს ვამბობ. ზოგადად გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა პრივილეგიების წინააღმდეგ უნდა წარიმართოს და არა ტრადიციების. აქედან გამომდინარე თუ ეს ადამიანს მხოლოდ პასუხისმგებლობას მატებს და ეს პრივილეგია არაა, ამ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ გენდერული უთანასწორობის მიმართულებით სავალალო შედეგებს. პასუხისმგებლობაა და არა პრივილეგია, ასე უნდა დავსვათ საკითხი. ამ შემთხვევაში გენდერული უთანასწორობისთვის ბრძოლა არ გადაიზრდება ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლაში“.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა ნორმატიულ აქტებში გამოყენებული ტერმინი "ოჯახის უფროსი" დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნია და სხვა უფრო ნეიტრალური ფორმით მოდიფიცირება მოითხოვა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner