logo_geo
eng_logo
თამარ კაიკაციშვილი „ლეოგრანდზე“: ვერ დავუშვებთ, ტურისტები ისვენებდნენ გარემოში, სადაც უსაფრთხოების საკითხები მოუწესრიგებელია
- +

16 აგვისტო. 2018. 15:29

 

ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ტურისტები ცხოვრობდნენ და ისვენებდნენ ისეთ გარემოში, სადაც უსაფრთხოების საკითხები მოუწესრიგებელია, - განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი„ლეოგრანდი“) საქმიანობის შეჩერების კომენტირებისას.

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პოზიცია არის, რომ ტურისტები უნდა იყვნენ უსაფრთხოდ. ნებისმიერ სასტუმროში მათთვის უნდა იყოსშექმნილი უსაფრთხო გარემო, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო საკითხები უნდა იყოს მოგვარებული. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული ბიზნესისთვის არისცუდი ფაქტი, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ტურისტები ცხოვრობდნენ და ისვენებდნენ ისეთ გარემოში, სადაც უსაფრთხოების საკითხებიმოუწესრიგებელია. ამიტომაც ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ნებისიერმა ბიზნეს ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემო დაკონკრეტულმა სასტუმრომაც უნდა უზრუნველყოს ეს საკითხი“, - განაცხადა თამარ კაიკაციშვილმა.

 

მისი თქმით, ტურისტების უსაფრთხო გარემოში გადაყვანა სასტუმროს კომპეტენციაა. მისივე თქმით, სასტუმროს ინფორმირება ერთი თვის წინ მოხდა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაცემული 43 რეკომენდაციიდან უმეტესობა ჯერ კიდევ გამოსასწორებელია, - განაცხადა კაიკაციშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner