logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: უსაფრთხოების სტანდარტის მიღწევის შემთხვევაში, სასტუმრო „ველმონდი“ აუცილებლად გაიხსნება
- +

16 აგვისტო. 2018. 16:17

 

უსაფრთხოების სტანდარტის მიღწევის შემთხვევაში, სასტუმროველმონდიაუცილებლად გაიხსნება. ასეთ შემთხვევაში, არსებობს მტკიცე მხარდაჭერა, რომრაც შეიძლება მალე მიეცეს ბიზნეს საქმიანობის გაგრძელების საშუალება“, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ საგანგებო სიტუაციებისმართვის სამსახურის მოთხოვნაზე სასტუმრო „ველმონდისათვის“ საქმიანობის შეჩერების შესახებ განაცხადა.

 

სასტუმროველმონდთანდაკავშირებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში  საგანგებო სიტუაციების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობდა აქტიურისამუშაო პროცესიამ პროცესში ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული და რაიმე ხისტ  მოქმედებას კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდანადგილი არ  ჰქონია, - აცხადებს ლექვინაძე.

 

მისი თქმით, სასტუმროს მენეჯმენტი ყველა იმ ხარვეზის შესახებ ინფორმირებულია, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს უკავშირდება.

 

გვესმის რომ სეზონის პიკზე სასტუმროსთვის საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება მტკივნეულია, თუმცა ყველა ვთანხმდებით რომ ობიექტშიუსაფრთხოების სტანდარტის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანიამ უნდა აჩვენოს აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების პროგრესული დინამიკა დაუსაფრთხოების სტანდარტის მიღწევის შემთხვევაში, სასტუმროველმონდიაუცილებლად გაიხსნება. ასე შემთხვევაში, არსებობს მტკიცე მხარდაჭერა, რომრაც შეიძლება მალე მიეცეს ბიზნესს საქმიანობის გაგრძელების საშუალება.ჩვენ გავაგრძელებთ მედიაციის როლის შესრულებას სასტუმროველმონდისმენეჯმენტსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურს შორის და მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო აქტიურადაც ჩავერთოთ პროცესში,  -ამბობს ბიზნესომბუდსმენი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner