logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: საპენსიო ასაკისა და შშმ პირებისთვის შემოდგომიდან მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყება
- +

17 აგვისტო. 2018. 11:49

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შემოდგომაზე სახელმწიფო პროგრამის შემდეგი ეტაპი ამოქმედდება, რაც საპენსიო ასაკის მოსახლეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

 

„სიღარიბის დაძლევის პროგრამაში განსაკუთრებული როლი უჭირავს იმას, რომ მოსახლეობას ის ხარჯები შეუმსუბუქონ, რაც მედიკამენტების შესყიდვას უკავშირდება.
არაერთი კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ხარჯი სწორედ მედიკამენტების შეძენაზე გაწეული ხარჯია. აქედან გამომდინარე, არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა დავამუშავეთ. ერთ-ერთი მათგანი 13 აგვისტოდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაიაფდა და ეს ფასდაკლება მთელ მოსახლეობაზე ვრცელდება. უკვე დღეს, დიაბეტით დაავადებულ ჩვენს თანამოქალაქეებს სამკურნალო საშუალებების შეძენა მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასად შეუძლიათ. ამით ქრონიკულად დაავადებული მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოვების ახალი ეტაპი დაიწყო. პროგრამის ამოცანა მოწყვლადი მოსახლეობისთვის სამკურნალო დანახარჯების შემცირების მიზნით, ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. გასული წლის მაისში მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ვრცელდებოდა. შემოდგომაზე პროგრამის შემდეგი ეტაპი ამოქმედდება, რაც საპენსიო ასაკის მოსახლეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომობა ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დაავადებებს შეეხება, ამ შემთხვევაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით მომარაგებას, შემდეგი პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება და სხვა ქრონიკულ დაავადებებს მოიცავს, რომლის მკურნალობა ყველაზე დიდ ტვირთად აწევს მოსახლეობას“,
– განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner