logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაში სახელმწიფო გენეტიკურ კვლევას დააფინანსებს
- +

17 აგვისტო. 2018. 14:07

 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაში სახელმწიფო გენეტიკურ კვლევას დააფინანსებს.

 

„კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაში ჩვენ შემდეგი ეტაპის დიაგნოსტიკის დაფინანსებას დავიწყებთ მოსახლეობისთვის, ეს არის გენეტიკური კვლევა, რომელიც 140 ლარი ჯდებოდა. მოსახლეობა ამ 140 ლარს აღარ დახარჯავს, არამედ ამას სახელწიფო დახარჯავს.

 

მინდა ვუთხრა ყველას, გამოიყენონ ეს უნიკალური შანსი, რომელიც უსასრულოდ არ გაგრძელდება და არ აღმოჩნდეს ისე, რომ ისინი ამ დაავადებასთან ერთი ერთზე არ დარჩნენ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner