logo_geo
eng_logo
სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტებისთვის 4 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო
- +

17 აგვისტო. 2018. 15:03

 

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის სოზარ სუბარის განაცხადებით, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განხილული იყო და გამოიყო 4 მილიონ 800 ათასი ლარი იმ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც სტიქიამ დააზარალა.

 

„დუშეთისთვის, ცაგერისთვის და ლენტეხისთვის თითო მილიონი გამოიყო, მცხეთისთვის 800 ათასი, ლანჩხუთისთვის 600 ათასი, თიანეთისთვის კი, 400 ათასი ლარი.

ბოლო პერიოდში მომხდარი სტიქიების შემდეგ სხვადასხვა რაიონში ზარალის დათვლა მიმდინარეობს. ეს არის სტიქიები სამეგრელოში, მარტვილის რაიონში, სენაკის რაიონში და ჭუბერში. ყველგან არის პირველადი დიდი სამუშაოები გაკეთებული – მდინარის კალაპოტში მოქცევა, დროებითი ხიდები, მაგრამ მიმდინარეობს ზარალის დათვლა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner