logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: ალექსანდრე ტოგონიძე ჩვენი გუნდისთვის კარგი შენაძენია
- +

17 აგვისტო. 2018. 16:39

 

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ალექსანდრე ტოგონიძის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენას ეხმაურება.

 

მაია ბითაძის თქმით, ტოგონიძე ბოლო პერიოდში ტრანსპორტის, ასევე ეკონომიკური საქალაქო სამსახურების უფროსის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა.

 

„ალექსანდრე ტოგონიძე ჩართული იყო იმ რეფორმებში, რომელიც დაკავშირებული იყო გენერალური გეგმის იმპლემენტაციის საკითხთან, ასევე, მშენებლობის ნებართვებში, ტრანსპორტისა და გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრაციის თემებთან. მისი კანდიდატურა მხოლოდ და მხოლოდ კარგი უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე შეირჩა. ვფიქრობ, ჩვენი გუნდისთვის კარგი შენაძენია. ვფიქრობ, ადამიანები, რომლებიც ასე მიკერძოებულად საუბრობენ ალექსანდრე ტოგონიძეზე, საუბრობენ თავიანთი გადმოსახედიდან. ისე, როგორც თავად დანიშნავდნენ კადრებს", - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

მისივე თქმით, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ყოფილი მოადგილე რუსუდან მირზიკაშვილი მერიის სტრუქტურებში რჩება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner