logo_geo
eng_logo
უამინდობამ თბილისში პრობლემები შექმნა - საგანგებო სიტუაციების სამსახურში 127 შეტყობინება შევიდა
- +

19 აგვისტო. 2018. 03:47

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 18 აგვისტოს 22:21 საათიდან 02:00 საათამდე ძლიერი წვიმის შედეგად 127 შეტყობინება შევიდა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში სამაშველო ჯგუფები რამდენიმე მისამართზე საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებენ.

 

„წყნეთის ქუჩაზე მიწის საფარის ჩაინგრა, რამაც კედლისა და ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია. დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

 

ქუთაისის ქუჩაზე დაიტბორა სკოლის პირველი სართული – წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.

 

პეკინის გამზირზე დაიტბორა მაღაზია – წყლის ამოტუმბვითი ღონისძიებები დასრულებულია.

 

მაყაშვილის ქუჩაზე ამორტიზებული შენობის კედელი ჩამოინგრა, არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ უწყებაში.

 

სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა დახმარება 70 ოჯახს აღმოუჩინეს.

 

თბილისში, ძლიერი წვიმის შემდეგ, დაშავებულების შესახებ უწყებაში ინფორმაცია არ შესულა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner