logo_geo
eng_logo
სტავროპოლის ოლქში თბილისიდან მიმავალი მოძრავი ავტობუსისა და „კამაზის“ შეჯახების შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან
- +

19 აგვისტო. 2018. 15:07

 

„რუსეთში, სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან“, - ამის შესახებ „ინტრეპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

 

მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელია დაღუპულთა ვინაობა და მოქალაქეობა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საკონსულო სტავროპოლის საგანგებო დავალებათა სამსახურთან ხაზზეა.

 

„სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავ ავტობუსში, რომელიც ავტოავარიაში მოჰყვა, 42 მგზავრი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა 18 ადამიანი, გარდაიცვალა 2. ამ ეტაპზე გარდაცვლილთა მოქალაქეობა ზუსტდება. საკონსულო ხაზზეა იქაურ საგანგებო დავალებათა სამსახურთან. დაშავებულთა ნაწილი გადაყვანილია პიატიგორსკში, ნაწილი - ახლომდებარე დაბაში“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

რუსეთში, სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სულ ავარიის მომენტში ავტობუსში 2 მძღოლი და 40 მგზავრი იმყოფებოდა. დაიღუპა 2 ადამიანი. 9 დაშავებული, მათ შორის 2 ბავშვი გადაყვანილია ქალაქ ნევინომისკის საავადმყოფოში, 8 ადამიანი კი, მათ შორის 3 ბავშვი - ქალაქ პიატიგორსკის საავადმყოფოში. დანარჩენ მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე სპეციალურად გამოგზავნილი ავტობუსი მიიყვანს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner