logo_geo
eng_logo
ზაზა სარალიძეს ექიმების დახმარება დასჭირდა
- +

15 სექტემბერი. 2018. 17:39

 

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა.

 

როგორც პარლამენტის წინ შეკრებილები აცხადებენ, ზაზა სარალიძეს ექიმების დახმარება დასჭირდა. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ჯგუფი იმყოფება, რომლებმაც სარალიძეს ადგილზე გაუწიეს დახმარება.

 

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, პარლამენტის შენობის წინ უკვე მეექვსე დღეა შიმშილობენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner