logo_geo
eng_logo
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციაა, რომ ეკლესია წინასაარჩევნო პროცესებში არ ერევა
- +

19 სექტემბერი. 2018. 12:36

 

 

„საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციაა, რომ ეკლესია წინასაარჩევნო პროცესებში არ ერევა“, – ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „პირველ არხთან“ საუბრისას აღნიშნა.

 

„რამდენადაც მახსოვს, უწმინდესის სურვილიც იყო, რომ ჩვენ წინასაარჩევნო პროცესებში არ ჩავერიოთ. თუმცა ვატყობ, რომ რაღაც ემოციური განცხადებები კეთდება. ალბათ, მათ რაღაც არგუმენტი აქვთ, ვინც ამას აკეთებს. არ მგონია, რომ მაინც და მაინც მათი ნათქვამი ორიენტირებული იყოს არჩევნების შედეგებზე. შესაძლოა, სხვა გამონათქვამების გამო პასუხობენ. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ სასულიერო პირები წინასაარჩევნო პროცესში არ უნდა ვერეოდეთ“, – აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

„პირველ არხთან“ საუბრისას, ჯაღმაიძე ვერ აკონკრეტებს, გეგმავს თუ არა საპატრიარქო, სასულიერო პირებს მოუწოდოს, არ ჩაერიონ წინასაარჩევნო პროცესებში.

 

„შესაძლოა, ახლა ზუსტად ვერ გეტყვით. ადრე მახსოვს, რომ საპატრიარქოდან ასეთი მოწოდება იყო. ოფიციალური პოზიცია ასეთი იქნება, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესებში არ ვერევით“, – აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner