logo_geo
eng_logo
19 სექტემბერი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დღეა
- +

19 სექტემბერი. 2018. 13:51

 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი საბრძოლო გაფრენა 1992 წლის 19 სექტემბერს განახორციელდა სუ–25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით და ეს დღე 1995 წელს ქართული სამხედრო ავიაციის პროფესიულ დღედ გამოცხადდა. სამხედრო-საჰაერო ძალები აქტიურად მონაწილეობდა 1992-1993 წლების აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში. აფხაზეთში, 1992 წლის 28 სექტემბრიდან 1993 წლის 28 სექტემბრამდე 280-მდე საბრძოლო გაფრენა განახორციელდა. ქართულ მოიერიშეებს მართავდნენ პილოტები: სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი პოლკოვნიკი იზანი ცერცვაძე, ვალერი ნაყოფია, სლავა ჯაბუა, დაქა ყიზილაშვილი, რეზო ნარუშვილი, თამაზ ნადირაშვილი, კახა თვაური, ალან ლაკოევი, ზვიად ბექაური, ვოვა შებეტოვი, ლადო ავლოხაშვილი, მალხაზ ტაბატაძე, გოჩა შინგაზდილოვი, დავით გუგულაშვილი, ვლადიმერ ბალაევი, იგორ ბედუსენკო და ზურა იარაჯული. ბევრი მათგანის სიცოცხლე შეეწირა სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლას.

 

2013 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დღესთან დაკავშირებით ზურა იარაჯულს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

 

„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე მფრინავებს ქართული ავიაციის დღეს ულოცავს. უსურვებს გამარჯვებებს და მშვიდობას“, - ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner