logo_geo
eng_logo
თბილისში მე-4 საერთაშორისო კონფერენცია - „დსთ-ს ფეროშენადნობთა ბაზარი“ გაიმართება
- +

19 სექტემბერი. 2018. 14:29

 

20-21 სექტემბერს, თბილისში მე-4 საერთაშორისო კონფერენცია - „დსთ-ს ფეროშენადნობთა ბაზარი“ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია უკრაინული ორგანიზაცია „მეტალ-ექსპერტი“.

 

კონფერენციაში მსოფლიო ფეროშენადნობთა ბაზრის ლიდერი კომპანიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის - უკრაინიდან, რუსეთიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან (ჯამში - 222 დელეგატი). ხოლო თბილისში ღონისძიებას ფეროშენადნობი პროდუქციისა და მანგანუმის მწარმოებელი კომპანიები უმასპინძლებენ.

 

კონფერენციის მიზანი სფეროში მიმდინარე მოვლენების, არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების ურთიერთგაზიარებაა. ის ქართულ კომპანიებს მეტალურგიის მსოფლიო რუკაზე პოზიციის გამყარების შესაძლებლობას მისცემს, ასევე ხელს შეუწყობს დარგის გაძლიერებას.

 

კონფერენციის მსვლელობისას გაიმართება დისკუსია, ანალიტიკოსთა სესია, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, ინდივიდუალური მოლაპარაკებები აწარმოონ.

 

კონფერენციის პლატინის სპონსორია შპს „ჯორჯიან მანგანეზი“. ღონისძიებას სასტუმრო „ბილტმორ-თბილისი“ უმასპინძლებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner