logo_geo
eng_logo
„სეტყვისგან დაზარალებულ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნებათ“
- +

19 სექტემბერი. 2018. 15:45

 

 

18 სექტემბერს, საღამოს მოსულმა სეტყვამ საგარეჯოს, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში 10 სოფლის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, მათ შორის, წინასწარი მონაცემებით, 500-მდე ჰექტარი ვენახი დააზიანა. თელავში განთავსებული რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები ადგილზე მდგომარეობას ოპერატიულად გაეცნენ.

 

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს დღეს 3 საწარმო იბარებს, ორი საწარმო მდებარეობს გურჯაანში, ერთი საგარეჯოში. წინასწარი ინფორმაციით, სულ დაზიანებულია 3 ათას ტონამდე ყურძენი.

 

ანდრო ასლანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რთველი კახეთში აქტიურად გრძელდება. 19 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 100 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 155 მლნ ლარს მიაღწია.

 

ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 

რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 235 კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა 190-მა ღვინის კომპანიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner