logo_geo
eng_logo
ბრაზილიის მარანაოს შტატის ფოლკლორისა და ტურიზმის ფესტივალის გენერალური კოორდინატორის წერილი მამუკა ბახტაძეს
- +

19 სექტემბერი. 2018. 18:45

 

 

ბრაზილიის მარანაოს შტატის ფოლკლორისა და ტურიზმის ფესტივალის გენერალური კოორდინატორი კლაუდიო სანპაიო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სახელზე მოწვევას აგზავნის, რომლის თანახმადაც პრემიერს სთხოვს ქართული დელეგაციის ჩასვლას ა.წ. 24 სექტემბერს მარანაოს შტატის ქალაქ სან ლუისში. ინფორმაციას ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი - საქართველოში ნიკოლოზ პატარქალიშვილი ავრცელებს:

 

 

„წელს აღინიშნა საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი. ამ ხნის განმავლობაში,  ჩვენს შტატს,  არ სწვევია სიმღერისა და ცეკვის  ანსამბლი საქართველოდან.

 

ჩვენი წერილის თანახმად, (რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგისტრაციაში გატარდა ამა წლის 14 სექტემბერს - ნომრით: 32084), თუ სიძნელეებთან არის დაკავშირებული  იმ დიდი ჯგუფის დაფინანსება, რომელსაც ვიწვევდით  38 კაცის შემადგენლობით,  გთხოვთ ანსამბლ  „ნართების“ მაგიერ  ფესტივალში მონაწილეობისათვის ჩამოვიდეს პატარა ჯგუფი.  გაცნობებთ, რომ  ქართულ დელეგაციას ბრაზილიაში ველოდებით მოუთმენლად. აგრეთვე, თქვენი სურვილის შემთხვევაში  ამ  ჯგუფთან ერთად მოვიწვევთ  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის   2 წარმომადგენელს.

  

ჩვენი თხოვნაა,  საქართველოდან   გამოსამგზვრებელი ჯგუფის სამგზავრო ხარჯების    დაფინანსება მოახდინოს  კერძო სტრუქტურამ.

 

აგრეთვე, ჩვენი თხოვნაა დაუკავშირდეთ  ბატონ ნიკოლოზ პატარქალიშვილს რომელმაც უნდა წარმოადგინოს    ჯგუფი  ბრაზილიაში.  (მისი ტელეფონის ნომერია: +995 599 23 55 20)

 

საქართველოდან ჯგუფს ველოდებით აუცილებლად ამა წლის 24 სექტემბერს, რადგან გადახდილი გვაქვს თქვენი დელეგაციის  ადგილზე მიღების   ხარჯები.    

 

გთხოვთ თქვენს დასტურს.

 

გესალმებით ღრმა პატივისცემით,

 

კლაუდიო სანპაიო“.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner