logo_geo
eng_logo
ჯუზეპე პაზოტო: ვუერთდებით მასობრივ შეშფოთებას, რომელიც ილია მეორემ თავის ქადაგებაში გამოხატა
- +

19 სექტემბერი. 2018. 23:38

 

 

„კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია უერთდება მასობრივ შეშფოთებასა და მღელვარებას მარიხუანას კულტივაციის, რეალიზაციისა და მოხმარების კანონპროექტთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორის ჯუზეპე პაზოტო ავრცელებს.

 

განცხადებაში მოყვანილია რომის პაპ ფრანცისკეს სიტყვები, რომ  „ნარკოტიკი ბოროტებაა და შეუძლებელია მასთან კომპრომისზე წასვლა, თუმცა ეკლესიამ არ უნდა განსაჯოს და მიატოვოს ისინი, ვინც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების უფსკრულში აღმოჩნდა“.

 

„კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია უერთდება იმ მასობრივ შეშფოთებასა და მღელვარებას, რაც თავის ქადაგებაში გამოხატა მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II მარიხუანას კულტივაციის, რეალიზაციისა და მოხმარების კანონპროექტთან დაკავშირებით.

 

ჩვენი ეკლესია, თავისი მოძღვრების ერთგული, მტკიცედ ადასტურებს პოზიციას, რაც პაპმა ფრანცისკემაც გაიმეორა სხვადასხვა გარემოებაში: მსურს, განვაცხადო მთელი სიცხადით – არა ნარკოტიკების ნებისმიერ ტიპს! უბრალო და პირდაპირი არა! ნარკოტიკი ბოროტებაა და შეუძლებელია მასთან კომპრომისზე წასვლა, თუმცა ეკლესიამ არ უნდა განსაჯოს და მიატოვოს ისინი, ვინც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების უფსკრულში აღმოჩნდა. უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი მსუბუქი ნარკოტიკი ვერ იქნება მსუბუქი, რადგან ყოველთვის უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და აკარგვინებს მას თავისუფლებას. ამას პირველ რიგში მეცნიერები გვეუბნებიან.

 

თუმცა, განაგრძობს პაპი, იმისათვის, რომ ამგვარი მტკიცე “არა” განუცხადო ნარკოტიკს, საჭიროა უთხრა “ჰო” სიცოცხლეს, სიყვარულს, ოჯახს, აღზრდას, სპორტს, სამუშაო ადგილებს.

 

ყველა ეს “ჰო” მიუთითებს ნებისმიერ ხელისუფლებას იმ მიმართულებებს, რომლისკენაც უნდა მიმართონ მათ თავიანთი პრიორიტეტული ძალისხმევა, თუკი სურთ ნაყოფიერად და ხელშესახებად დაძლიონ ნარკოტიკების მოხმარების პრობლემა.

 

იმის გამო, რომ ნარკოტიკების ჭირი კვებავს ბინძურ ბაზარს, უსინდისო ხალხის ჯიბის გასქელებით, ჩვენი სამოციქულო ადმინისტრაცია უერთდება ყველა მათ, ვინც ადამიანის სიკეთისა და ღირსების სადარაჯოზე დგას“, – აღნიშნულია კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორის ჯუზეპე პაზოტოს განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner