logo_geo
eng_logo
„აფხაზებსა და ოსებს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება – რუსეთის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ ევროპულ საქართველოში”
- +

19 სექტემბერი. 2018. 23:43

 

 

„აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება – რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში“, – ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ბრაიან უიტმორმა American Enterprise Institute-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან საქართველო საკუთარ თავს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.

 

„ამით კონფლიქტი გადაჭრისკენ მიდის და პრინციპში აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება – რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში. ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი ნათელია”, – განაცხადა ბრაიან უიტმორმა.

 

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×