logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს მთავრობას შესწევს უნარი შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე
- +

20 სექტემბერი. 2018. 01:44

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

 

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის დიდი ხნის წევრი, განაგრძობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთელ რიგ საკითხებზე.

 

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 21-22 ნოემბერს, თბილისის საცხოვრებელ კორპუსში, სუს-ის კონტრტერორისტული დანაყოფის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ოპერაციაზე ოთხი ეჭვმიტანილი ტერორისტის დაკავების მიზნით, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს სპეციალური დანიშნულების ძალებს.

ანგარიშში საუბარია კონტრტერორისტული კანონმდებლობის გაძლიერებაზეც და ხაზგასმულია, რომ მთლიანობაში, საქართველოს მთავრობას ზოგადად შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე.

 

„მთლიანობაში, საქართველოს მთავრობას ზოგადად შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით და ზოგადად არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner