logo_geo
eng_logo
„ხელოვნების საერთაშორისო საბჭო“ პრემიერ-მინისტრს მიმართავს
- +

20 სექტემბერი. 2018. 15:52

 

 

„ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს“ პრეზიდენტი ნიკოლოზ პატარქალიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართავს:

 

 

„საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ მამუკა ბახტაძეს;

საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატის უფროსს ბატონ გიორგი ჭოლაძეს;

 

ბატონებო,

 

როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, ბრაზილიის მარანაოს შტატის ქალაქ სან ლუისში მოუთმენლად ელოდებიან ქართულ დელეგაციის 14-კაციან ჯგუფს ფოლკლორისა და ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისათვის. 

 

ფესტივალის გენერალური კოორდინატორის ბატონი კლაუდიო სანპაიოს ინფორმაციით   ფოლკლორული ჯგუფის გამოსვლების გარდა, ქართულ დელეგაციას გამოყოფილი ექნება კუთხე საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციისათვის. აგრეთვე, ქართული ალკოჰოლური სასმელების, ჩაისა და სხვა პროდუქტების დეგუსტაციისათვის.

 

თუ პრეზიდენტის არჩევნების პერიოდში კანონით აკრძალულია საქართველოს ბიუჯეტიდან საქართველოს დელეგაციის გამგზავრებისათვის (თბილისი-სან ლუისი-თბილისი) ავია ბილეთების ხარჯების დაფინანსება, ფესტივალის გენერალური კოორდინატორი ბატონი კალაუდიო სანპაიო გთხოვთ დაუკავშირდეთ კერძო სტრუქტურებს და დადებითად გადაწყვიტოთ საკითხი. აგრეთვე ჩართოთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორი წარმომადგენელი.

 

ქართული დელეგაცია აუცილებლად უნდა გაემგზავროს ბრაზილიის ფესტივალზე  ა.წ. 23 ან 24 ან 25  სექტემბერს. 

 

ნიკოლოზ პატარქალიშვილი“, - ნათქვამია წერილში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner